ღვინო, რომელიც დათარიღებულია 1774 წლით, საფრანგეთში აუქციონზე რეკორდულ თანხად 120 800 დოლარად (103 700 ევრო) გაიყიდა. რარიტეტულ ბოთლში ე.წ. ყვითელი ღვინო ასხია (vin jaune – მშრალი ღვინის განსაკუთრებული სახეობა), რომელიც იურის დეპარტამენტშია ჩამოსხმული. აუქციონზე, ასევე იმავე კოლექციიდან ორი ბოთლი ღვინოც გაიყიდა, ერთი 76 250 ევროდ და მეორე 73 200 ევროდ. სამივე ღვინის ბოთლი 0,87 ლიტრიანია.