ლონდონში ქართული ტაძარი პოლიციის ალყაშია – მეუფე ზენონმა 3 სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერა, მრევლი აპროტესტებს

ლონდონში ქართული ტაძარი პოლიციის ალყაშია. სამართალდამცავები ადგილზე ეპარქიის მმართველმა მეუფე ზენონმა გამოიძახა. მიზეზი ადგილობრივი მრევლის მიერ საპროტესტო აქციის დააანონსებაა.თითქმის ერთი საათია,რაც ლონდონში, ქართული ტაძარის მიმდებარედ, პოლიციელები არიან მობილიზებული.

მორწმუნები მეუფე ზენონის წინააღმდეგ მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც სინოდის წევრმა სამ სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერა.

ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია მორწმუნეებსა და მეუფე ზენონს შორის. ეპისკოპოსი ზენონის გადაწყვეტილებით, ლონდონში ქართული ტაძრის სასულიერო პირებს მღვდელმსახურება შეუჩერა. მეუფე ზენონის მიერ გაშვებული არქიმანდრიტი დოროთი ამბობს, რომ ითხოვა საპატრიარქოში შეხვედრა თუმცა როგორც თავად აღნიშნავს, ამ დრომდე არანაირი პასუხი არ მიუღია.

ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ,რომ მრევლის პროტესტის გამო მღვდელმთავარს ნახევარად ცარიელ ტაძარში მოუწია საკვირაო წირვის ჩატარება.

აღსანიშნავია, რომ არსებობს იმის საშიშროება, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მრევლს პრობლემები შეექმნას, რადგან მათს დიდ ნაწილს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს.

banner
წინა სტატიაშიყველამ იცის , რომ საქართველოს პრორუსი მთავრობა მართავს. არანაირი პოლიტიკური წარსული არ მაქვს – უკრაინელი ჟურნალისტი
შემდეგი სტატიააფხაზეთში გამართული საპროტესტო აქციების უკან საქართველოს ხელისუფლება დგას – არძინბა