აფხაზეთში გამართული საპროტესტო აქციების უკან საქართველოს ხელისუფლება დგას – არძინბა

აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭვინთის გამო სოხუმში გამართული საპროტესტო აქციების უკან „არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობა დგას“.

მისივე თქმით, საქართველო აფხაზი ახალგაზრდების „შეცდომაში შეყვანას ცდილობს“.

„დღეს ვხედავთ ბიჭვინთის თემის პოლიტიზების პროცესს, რომელშიც გადამწყვეტ როლს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მათ უკან მდგომი საქართველოს ხელისუფლება თამაშობენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ვრცელდება ქართულ ტელევიზიებშიც, რითაც ჩვენი ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანასა და აფხაზ საზოგადოებაში ანტირუსული დამოკიდებულებების გაღვივებას ცდილობენ“, – განაცხადა არძინბამ.

banner
წინა სტატიაშილონდონში ქართული ტაძარი პოლიციის ალყაშია – მეუფე ზენონმა 3 სასულიერო პირს მღვდელმსახურება შეუჩერა, მრევლი აპროტესტებს
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა სვატოვოში რუსების სამხედრო ბაზა გაანადგურეს