ლონდონის ერთ-ერთ ეზოში თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი მგზავრის ცხედარი დაეცა

ლონდონში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში, მაშინ, როცა სახლის პატრონი მინდორზე მზის აბაზანებს იღებდა, თვითმფრინავიდან ჩამოვარდნილი მგზავრის ცხედარი დაეცა. Kenya Airways-ი ჰიტროუს აეროპორტში დასაშვებად ემზადებოდა – შემთხვევა კვირას, 30 ივნისს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, მგზავრი, სავარაუდოდ, თვითმფრინავის შასში იმალებოდა, რომ უბილეთოდ ემგზავრა. ლონდონის პოლიცია მამაკაცის სიკვდილს არ განიხილავს როგორც საეჭვოს. მას თან ჰქონდა ჩანთა, სადაც საჭმელი ედო. ნაიბორიდან ლონდონში ფრენა 8 საათი და 50 წუთი გრძელდება, ინციდენტს გამოიძიებენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს უნდა, ხელისუფლება ბოკერიას გადააბაროს
შემდეგი სტატიასაპენსიო სააგენტო მომხმარებლებს ყალბი ვებგვერდის შესახებ აფრთხილებს