ლონდონი – გლოვა ტერაქტის შემდეგ (ფოტო)

ლონდონის ტერაქტის შემდეგ, რომელიც ორი დღის წინ მოხდა, ქვეყანაში გლოვაა. ბრიტანეთის პოლიციამ დღეს ხალიდ მასუდის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ოთხშაბათს ლონდონის ცენტრში ტერაქტი მოაწყო. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა სამართალდამცავებმა კიდევ „ორი მნიშვნელოვანი დაკავება“ განახორციელეს. ამგვარად, საერთო ჯამში, ტერაქტის გამოძიების პროცესში სულ 10 ადამიანი დააკავეს, თუმცა ერთი ქალი გირაოთი გაუშვეს. წუხელ, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა – გარდაიცვალა 75 წლის ქალბატონი. „მამაკაცი, რომელმაც ლონდონის ცენტრში თავდასხმა მოაწყო, ბრიტანეთში დაიბადა და ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მის შესახებ იცოდნენ,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტერესა მეიმ. მისივე თქმით, თავდამსხმელი რამდენიმე წლის წინ, ექსტრემიზმის საქმეში ფიგურირებდა, თუმცა მთავარი ფიგურანტი არ ყოფილა. შეგახსენებთ: ტერაქტი 22 მარტს მოხდა. ტერაქტის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა და 30-მდე დაშავდა, მათ შორის, ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

banner
წინა სტატიაშიჯოლი და პიტი შერიგდნენ
შემდეგი სტატიასაგარეო უწყების განცხადება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესახებ