ლონდა თოლორაია სახელწიფო ინსპექტორი გახდა

82 მომხრე და 21 წინააღმდეგი – ლონდა თოლორაია სახელწიფო ინსპექტორი გახდა. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. გადაწყვეტილების მიღებამდე საპარლამენტო უმრავლესობაში ღიად ამბობდნენ, რომ შსს-ს მაღალჩინოსანს, ლონდა თოლორაიას უცხადებდნენ მხარდაჭერას. მმართველი გუნდი მის გამოცდილებას, კვალიფიკაციასა და პიროვნულ მახასიათებლებს უსვამს ხაზს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ლონდა თოლორაიას წარდგენა სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე ნიშნავს, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიაზე დამოკიდებული იქნება.

თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის პოსტს 6 წლის ვადით დაიკავებს.

banner
წინა სტატიაშიბესელია ლონდა თოლორაიას კანდიდატურას იწუნებს
შემდეგი სტატია,,ქობულია სიახლეებს პორცია-პორციობით გვაწვდის, ალბათ, ასეთი მეთოდი აქვს, რომ საზოგადოებას არ დაავიწყდეს”