ბესელია ლონდა თოლორაიას კანდიდატურას იწუნებს

ეკა ბესელიამ, ლონდა თოლორაიას კანდიდატურა სახელმწიფო ინსპექტორის პოზიციაზე დაიწუნა. ბესელიას თქმით, თოლორაია ახლა წარმოადგენს იმ უწყებას, რომლის წინააღმდეგაც შესაძლოა, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაც მოუწიოს, რაც ბესელიას შეფასებით, სახიფათოა.

„ჩანს ტენდენცია ძალოვანი უწყებებიდან სასამართლოში გადმოსვლის. ეს ტენდენცია არის სახიფათო, ამ ფონზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორის ახალ თანამდებობაზე შემოთავაზებულია კადრი, რომელიც არის იმ პროკურატურის წარმომადგენელი, რომლის გამოც ჩვენ საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე რეკომენდაცია მივიღეთ 2013 წელს პარლამენტში და რისთვისაც ეს მექანიზმი შეიქმნა. დღეს ის წარმოადგენს შს სამინისტროს, რომლის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულზე შეიძლება ინსპექტორმა გამოძიება დაიწყოს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ უკან იდგმება ნაბიჯები. როგორც არ უნდა შეიფუთოს, რა სახელიც არ უნდა დაერქვას, ადამიანი წარმოადგენს სისტემას, რომლის წინააღმდეგაც მას მოუწევს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ინტერესთა კონფლიქტის მატარებელია ასეთი გადაწყვეტილებები. ეს არის შიშის გამოხატულება. მეშვიდე წელს ამ ცდუნებებს რომ ვერ უძლებს მმართველი პარტია, შიშის ბრალია, მაგრამ შიში ვერ დაძლევს იმ შედეგებს, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. როცა ასე ექცევი სასამართლოს, როცა გინდა აქციო შენს დაქვემდებარებულ უწყებად, ემსგავსებით იმ ძალას, რომლის შესაცვლელად ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. აღარ არის განსხვავება თქვენს შორის. არ ვაპირებთ ამას მშვიდად ვუყუროთ“, – განაცხადა ბესელიამ.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატებს კენჭს უყრიან. ცნობისთვის, ერთ-ერთი კანდიდატი შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაიაა.

banner
წინა სტატიაშიშიმშილობა დავიწყო თუ ქვების სროლა – ადა მარშანია მმართველ გუნდს
შემდეგი სტატიალონდა თოლორაია სახელწიფო ინსპექტორი გახდა