ლომჯარია – პოლიტიკოსები არაკორექტულ გამონათქვამებს იყენებენ ერთმანეთის მიმართ, რაც არ არის ეთიკური და მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენა

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდში უმჯობესია პოლიტიკოსების გამონათქვამები ეთიკური იყოს და მათ მაღალი პოლიტიკური კულტურა აჩვენონ, თუმცა, ასეთი რეალობა ჩვენ არ გვაქვს.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებულია.

„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებულია და ძალიან ხშირად გვესმის პოლიტიკოსთა მხრიდან მსგავსი ენა. ჩვენ რეაგირებას ვახდენთ ისეთ განცხადებებზე, რაც აღვივებს სიძულვილს კონკრეტული ჯგუფის მიმართ – ეს შეიძლება იყოს ეთნიკური, რელიგიური უმცირესობები, გენდერული თვალსაზრისით სიძულვილის გაღვივება, თუმცა, ასეთ შემთხვევებში, როდესაც არაკორექტულ გამონათქვამებს იყენებენ პოლიტიკოსები ერთმანეთის მიმართ, ეს არ არის ეთიკური, ეს არ არის მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენა, თუმცა, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ არის ამის შეფასება.

უმჯობესია, გამონათქვამები ეთიკური იყოს და მაღალი პოლიტიკური კულტურა აჩვენონ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა, თუმცა, ასეთი რეალობა ჩვენ არ გვაქვს. თუ ეს არ არის პირდაპირი შუღლის და ზიზღის გაღვივება კონკრეტული ჯგუფის მიმართ, ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს შეიძლება არ იყოს ეთიკური და ჩემთვის მისაღები, მაგრამ აქ სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი – „ქართული ოცნება“ კვლავ საკუთარ ინტერესებზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას ეცდება
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – პრემიერის ბოლო ორი დღის განცხადებები პოლიტიკური სიტუტუცის გამოვლინებაა