ჯაფარიძე – პრემიერის ბოლო ორი დღის განცხადებები პოლიტიკური სიტუტუცის გამოვლინებაა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისმიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები „პოლიტიკური სიტუტუცის“ გამოვლინებაა.

„პრემიერ-მინისტრის ბოლო ორი დღის განცხადებები პოლიტიკური სიტუტუცის გამოვლინებაა. ასეთი ლანძღვა-გინება, რასაც ვისმენთ ორი დღეა, არის პასუხი კრიტიკაზე. ეს აჭარბებს იმ მოლოდინსაც კი, რომელიც გვაქვს ღარიბაშვილის მიმართ. მათ პარტიაში დამკვიდრებულია კერპთაყვანისმცემლური მიდგომა, როდესაც უნდა გააღმერთონ თავიანთი ლიდერი, ყოველდღიურად მადლობები უხადონ და აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომ არ შეიძლება ლანძღვა-გინება როგორც ოპოზიციის, ასევე ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ, რაც პრაქტიკულად წახალისებაა აგრესიული ჯგუფების, რომ კვლავ განხორციელდეს თავდასხმა მედიის წარმომადგენლებზე“, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – პოლიტიკოსები არაკორექტულ გამონათქვამებს იყენებენ ერთმანეთის მიმართ, რაც არ არის ეთიკური და მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენა
შემდეგი სტატიავაშაძე – საქართველოში მართლმსაჯულებას უზარმაზარი პრობლემები აქვს