წერეთელი – „ქართული ოცნება“ კვლავ საკუთარ ინტერესებზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას ეცდება

„ქართული ოცნების“ მიმართ ნდობა ძალიან დაბალია, ძალიან ბევრჯერ გატეხეს სიტყვა და არ გააკეთეს ის, რასაც დაპირდნენ ჩვენს მოსახლეობასა თუ პოლიტიკურ სპექტრს, ამიტომ ძნელია მათი ქმედებების პროგნოზი, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილ რეფორმებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კვლავ საკუთარ ინტერესებზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას ეცდება.

„მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” დატოვა შარლ მიშელის შეთანხმება და უარი თქვა პუნქტების განხორციელებაზე, ძალიან ძნელია პროგნოზი, თუ რას შესთავაზებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებში რა ახალ კორექტივებს შეიტანენ და ზოგადად, ნდობა მათ მიმართ ძალიან დაბალია. მათ ძალიან ბევრჯერ გატეხეს სიტყვა და არ გააკეთეს ის, რასაც დაპირდნენ ჩვენს მოსახლეობასა თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ ამ ცვლილებებში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკურ ნაწილში იქნება ის, რომ ყველა შემდგომი არჩევნები იყოს პროპორციული და ბარიერი იმგვარი, 2%-იანზე იყო საუბარი, რაც გარანტიას მისცემს მომავალ პარლამენტს იყოს უფრო მრავალფეროვანი და კარგი საფუძველი ჰქონდეს კოალიციურ ხელისუფლებას.

ასევე მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების რეფორმა, იქ არის პროკურატურის დაკომპლექტება, საგამოძიებო სისტემა და ა.შ, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან ძნელია ახლა ივარაუდო თუ რას მოიმოქმედებენ ისინი, რანაირ ცვლილებებს შეიტანენ, რაც აუცილებლად მათი სურვილით მოემსახურება მათ ინტერესს და არა ქვეყნისა და რეფორმების ინტერესს“, – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების საკითხზე შეთანხმება შედგა
შემდეგი სტატიალომჯარია – პოლიტიკოსები არაკორექტულ გამონათქვამებს იყენებენ ერთმანეთის მიმართ, რაც არ არის ეთიკური და მაღალი პოლიტიკური კულტურის გამოვლენა