ლიკა ქავჟარაძე თავისი სახელობის ვარსკვლავის გახსნას ელოდებოდა

ლიკა ქავჟარაძე ბოლო პერიოდში ძალიან კარგად იყო, რადგან ელოდებოდა თავისი სახელობის ვარსკვლავის გახსნას. ამის შესახებ ჟურნალისტებს მსახიობის ბიძაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა განუცხადა.

ფალავანდიშვილი ქავჟარაძის თვითმკვლელობას გამორიცხავს.

„ექსპერტიზა დაადგენს ზუსტ მიზეზს. პირველად მე და ჩემმა შვილმა ვნახეთ, პოლიციელებმა გვითხრეს, რომ დაახლოებით 5 საათის გარდაცვლილიაო. თავის ოთახში იწვა და ეფარა საბანი, თვითმკვლელობის არანაირი კვალი არ ჩანდა“- განაცხადა ფალავანდიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ლიკა ქავჟარაძე საკუთარი გამოფენისთვისაც ემზადებოდა.

შეგახსენებთ, გუშინ, ქართველი მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მსახიობს 26 ოქტომბერს 58 წელი შეუსრულდებოდა.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების სისტემაში გატარებულ რეფორმებს ბელარუსის რესპუბლიკის დელეგაცია ეცნობა