ლიეტუვის პარლამენტმა რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ აღიარა

სეიმმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია , რომლითაც ლიტვის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.

„რუსეთის ფედერაცია, რომლის შეიარაღებული ძალები გააზრებულად და სისტემატურად ირჩევენ დაბომბვისთვის სამოქალაქო ობიექტებს, არის სახელმწიფო, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს. რუსეთი არ შეცვლილა. პუტინის რუსეთი კი უბრალოდ საბჭოთა სტალინური რუსეთის – საბჭოთა კავშირის რეინკარნაციაა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სეიმმა მოუწოდა გაერთიანებულ ერების, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, უცხოეთის პარლამენტებსა და მთავრობებს, აღიარონ გენოციდად, ომის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი რუსეთის ფედერაციის მიერ.

ლიეტუვის პარლამენტი, სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით გამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულებს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია: საქართველოს პარლამენტს უფრო მეტი ყურადღება გვაქვს მისაქცევი პატიმრების საკითხზე