იაგო ხვიჩია: საქართველოს პარლამენტს უფრო მეტი ყურადღება გვაქვს მისაქცევი პატიმრების საკითხზე

„საქართველოს პარლამენტს უფრო მეტი ყურადღება გვაქვს მისაქცევი პატიმრების საკითხზე, ციხის საკითხზე და როგორი უნდა იყოს მძიმე სასჯელის, უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის პრინციპები. ჩვენ ფაქტობრივად გავურბივართ ამაზე საუბარს“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, ზოგადად, ყველამ უნდა იფიქროს რა არის ციხე, რა არის თავისუფლების აღკვეთა, რა შემთხვევაში უნდა იყოს ის გამოყენებული, რას ნიშნავს ჯანმრთელობის გამო პატიმრის სადღაც გადაყვანა, რას ნიშნავს ჯანმრთელობის გამო პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლება.

„მგონია, რომ თუ რამეს სჭირდება საპარლამენტო კონტროლი, ყველაზე მეტად ამ სფეროს სჭირდება. ამ სფეროს სჭირდება იმიტომ, რომ აქ ყველაზე მეტია იმის შანსი, რომ რაღაც შეგვეშალოს და ადამიანს მთელი ცხოვრება დავუნგრიოთ. ეს სასამართლოს ნაწილსაც ეხება, სასჯელების მისჯის ნაწილში, სადაც ჩვენ, ფაქტობრივად, კომუნისტების შემდეგ განუხრელად ვზრდით სასჯელებს და წარმოგვიდგენია, რომ ეს ყველაზე სწორი მიმართულებაა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშილიეტუვის პარლამენტმა რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“ აღიარა
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი მმართველობის მანძილზე ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვას და სრულიად არანორმალურ და მხეცურ დამოკიდებულებებს ძეგლი აღუმართა“