ლევან წულაძე: ჩვენი გულები მიერთებულია იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს საქართველოს ინტერესებს იცავენ

“სახელოსნო 42”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე ამბობს, რომ შერცხვენილია, რადგან რეპეტიციების გამო რუსულ კანონს აქციაზე, სხვა ადამიანებთან ერთად ვერ აპროტესტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი და ყველა მისი მსახიობის გული იმ ადამიანებთანაა “მიერთებული”, რომლებიც დღეს, დედაქალაქის მთავარ გამზირზე საქართველოს ინტერესებს იცავენ.

რუსულ კანონთან დაკავშირებით, ცოტა შერცხვენილი ვარ მე, იმიტომ, რომ ვერ დავესწარი ამ აქციებს ისე, როგორც მე მინდოდა, რეპეტიციების გამო, მაგრამ, ჩვენი ყველას გულები მიერთებულია ახალგაზრდებთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც საქართველოს ინტერესებს იცავენ დღეს”, -ამბობს ლევან წულაძე.

“არა რუსულ კანონს!” – საპრემიერო სპექტაკლის შემდეგ, “სახელოსნო 42”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან წულაძე (ჭოლა) რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო მოწოდებებს თეატრიდან შეუერთდა.

წულაძის მოწოდებას შეუერთდნენ მისი სამსახიობო დასის წევრებიც.

banner
წინა სტატიაშიგადამწყვეტი ბრძოლაა, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, გამოდით და არ დაზოგოთ ენერგია – ირაკლი კვირიკაძე
შემდეგი სტატიალომჯარია: განწყობას და მუხტს, რომელიც ახალგაზრდებს აქვს, რუსული პროპაგანდა ვერ დაფარავს