ლევან შონიას 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 5 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

მისთვის აღნიშნული ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

ლევან შონიას ადვოკატი ბრალდების მხარეს ნაწილობრივ დაეთანხმა. როგორც მან განმარტა, ჩარიცხული 10 000 დოლარი არა ჩუქება, არამედ ქველმოქმედებისთვის იყო გადარიცხული, რაც ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანის დახმარებას გულისხმობდა.

banner
წინა სტატიაში“ჩემი ხმა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას” – მეუფე საბა
შემდეგი სტატიათიბისის სტიპენდიას 2019 წელს 200 ბავშვი მიიღებს