“ჩემი ხმა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას” – მეუფე საბა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეგალიის აღიარებას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ეპისკოპოსმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწერა:

“ქრისტესმიერ საყვარელნო სულიერო შვილებო!

შეუძლებელია არ ხარობდეს შენი გული მილიონობით ადამიანთან ერთად, რომელებიც მოუთმენლად ელოდებიან 6 იანვრის დადგომას, როდესაც საზეიმო ვითარებაში მსოფლიო პატრიარქი-ბართლომეოსი, ახლად არჩეულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ-ეპიფანეს, გადასცემს ,,ტომოს” ავტოკეფალიის აღიარებას.

გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვესწრები 27 დეკემბერს დაგეგმილ წმ. სინოდის კრებას, ამიტომ, ვაცხადებ საჯაროდ, ჩემი ხმა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას და მათი დიდ სიხარულის თანამონაწილობას.”- წერს ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) ფეისბუკზე

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ავტოკეფალიის საკითხი – წმინდა სინოდი წლის ბოლო სხდომას მართავს
შემდეგი სტატიალევან შონიას 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა