ლევან რატიანი : ჩვენს კლინიკაში რემდესივირი არ გამოიყენება, რადგან არსებობს უამრავი ფაქტი, რომ ის მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, მის კლინიკაში ანტივირუსულ მედიკამენტ რემდესივირს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ არ იყენებენ.

რატიანი განმარტავს, რომ არსებობს უამრავი ფაქტი, რომლის თანახმადაც , რემდესივირი მკვეთრ დადებით შედეგს არ იძლევა ახალი კორონავირუსული ინფექციის მკურნალობისას.

„ვარ რეანიმატოლოგი, მკურნალი ექიმი, ჩვენი სახელმწიფო პროტოკოლის ერთ-ერთი ავტორი ვარ, სადაც შეყვანილია რემდესივირით მკურნალობა, მაგრამ ჩვენს კლინიკაში რემდესივირთერაპია ამ ეტაპამდე არ გამოიყენება, რადგან არსებობს უამრავი ფაქტი და რწმუნება, რომ რემდერსივირთერაპია დადებით მკვეთრ შედეგს არ იძლევა. აქედან გამომდინარე, ამ პრეპარატის შესახებ გამოცდილება პირადად მე არ გამაჩნია და ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევ“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

banner
წინა სტატიაში2019 წელს ემიგრანტების რაოდენობამ 105 ათასს გადააჭარბა, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობამ 96 864 შეადგინა
შემდეგი სტატიასამხედროებს თავდაცვის ძალების დღე მართვის ცენტრიდან დისტანციურად მიულოცეს