ლევან რატიანი : ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე სულ არის სამი ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა მართვადია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის სულ სამი ახალშობილი იმყოფება, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა მართვას ექვემდებარება.

„ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე სულ არის სამი ახალშობილი, მათი მდგომარეობა მძიმე, თუმცა მართვადია. კლინიკაში სულ იმყოფება 13 ინფიცირებული, ორი აქედან კლინიკური მედიცინის დეპარტამენტშია. მათი მდგომარეობა დინამიკაში უცვლელია, ეს იმას ნიშნავს, რომ მდგომარეობა მართვადია. ინტენსიურ თერაპიაში მყოფი პაციენტებიდან სამის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია“ ,- განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დმანისიდან და ბოლნისიდან ორი ჩვილი შეიყვანეს
შემდეგი სტატიანათია თურნავა : მადლობა იმ სასტუმროების მფლობელებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტინო სივრცეებისთვის