ლევან რატიანი: ჩვენი პირველი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს პაციენტი შოკური მდგომარეობიდან

ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები, ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, 28 წლის ქალბატონი კლინიკაში შემოყვანილია საათნახევრის წინ, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე.

„არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა არასტაბილურია, ჩატარდა ყველა კვლევა, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ყველაფერი გაკეთდება ამ სიცოცხლის გადასარჩენად. რაც შეეხება კვლევებს, ჩატარდა როგორც ინსტრუმენტული, ასევე კლინიკური კვლევები, ლაბორატორიული კვლევების მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე, რადგან აქ იყო დაუზუსტებელი შოკი. გაკეთდა ინექცია და ვერ გეტყვით, რამ გამოიწვია ყველაფერი, დადასტურებისთვის უფრო ღრმა კვლევებია ჩასატარებელი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად იქნას გამოყვანილი პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მისი გამოჯანმრთელება“, – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიევროპის წამლის სააგენტო​ -„ასტრაზენეკას“ ვაქცინა არის უსაფრთხო და ეფექტური
შემდეგი სტატიატიკარაძე: ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, თუმცა არა უიმედო