ლევან მურუსიძე: ბიზნესს აწუხებს ორი თემა- ერთიანი სასამართლო პრაქტიკა და საქმეების განხილვის გაჭიანურება

იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებით, ბიზნესს აწუხებს ორი თემა – ერთიანი სასამართლო პრაქტიკა და საქმეების განხილვის გაჭიანურება.

როგორც ლევან მურუსიძემ განაცხადა, ბიზნესასოციაციის წევრებსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნლებთან შეხვედრაზე რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელია იყოს სწრაფი და სწორი მართმსაჯულება.

“შეხვედრაზე დავაყენთ საკითხები, რომელიც აწუხებს სასამართლო სისტემას, რათა მიღწეულ იქნას მიზანი, სწრაფი მართმსაჯულების განხორციელებისთვის. ამას ჭირდება შესაბამისად მეტი მოსამართლე, მეტი ინფრასტრუქტურა, მეტი ფინანსები. გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემები. მე იმედით ვარ განწყობილი, რომ იქნება მხარდაჭერა სასამართლოს მხრიდან. ჩვენ ვაბობთ, სასამართლომ რომ განახორციელოს სწრაფი მართმსაჯულება, ამისთვის მას ჭირდება მეტი მოსამართლე და შესაბამისად მეტი მოსამართლის არსებობის პირობებში სასამართლო უზრუნველყოფს იმას, რომ იქნება სწორი და კანონიერი გადაწყვეტილებები. ეს გადაწყვეტილებები იქნება სწრაფი მართმსაჯულების გზით“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში ФСБ-ს ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ამერიკელ დიპლომატს სცემეს
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი: ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ