ლევან კობერიძე:თუ დღეს ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტზე არ მოვა, ის კანონს დაარღვევს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რეგლამენტი ისევ დაარღვია. მინისტრი დღეს ჯანდაცვის კომიტეტში იყო დაბარებული, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა და ვიზიტის გადადება მოითხოვა. დამოუკიდებელი დეპუტატების თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ახსნა-განმარტებითი წერილი მინისტრს ერთი კვირით ადრე უნდა გადაეგზავნა და მისი ადრესატი უნდა ყოფილიყო არა კომიტეტის თავმჯდომარე, არამედ ფრაქციის წარმომადგენლები.

„თუკი ჯანდაცვის მინისტრი დღეს არ მოვა კომიტეტზე, ის დაარღვევს კანონს რეგლამენტის შესახებ. უკვე არა პირველად. ძალიან მძიმეა იმ ფაქტის ყურება, როდესაც მთავრობა, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართულებით უამრავი ჯარიმის და სანქციის დაწესებას აპირებს მოქალაქეებისათვის და თვითონ, ელემენტარულად არ ასრულებენ კანონს, არღვევენ რეგლამენტს და არ მოდიან. პროფილური მინისტრი არ მოდის პროფილურ კომიტეტში სასაუბროდ იმ თემებზე, რაც პირველ რიგში მოსახლეობას აღელვებს“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ.

banner
წინა სტატიაშიმედიააკადემიის პროგრამებით 120-ზე მეტმა ჟურნალისტმა აიმაღლა კვალიფიკაცია
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე : მთავრობამ აირჩია აბსოლუტურად არასწორი გზა , მივიღეთ გაძვირებული ცხოვრება, დაუცველი მოსახლეობა და ეკონომიკა, რომელიც ვალების ამარაა დარჩენილი