ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა – მუმლაძე

მძიმე კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ლევან ხაბეიშვილმა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა – აცხადებს ენმ-ის წევრი გიორგი მუმლაძე. მისი თქმით, პარტიის მოქმედმა ხელმძღვანელობამ ვერ გაამართლა მოლოდინი, ვერ შეასრულა დაპირებები და პირიქით, თავმჯდომარის რიტორიკა უფრო ხლეჩს პარტიას. მუმლაძე ხაზ უსვამს ახალი პოლიტსაბჭოს არჩევისა აუცილებლობას:

“ერთ ერთი პირველი ვიყავი ვინც დავიწყე საუბარი ენმ-ში ცვლილებების აუცილებლობაზე და ამ ცვლილებებს უნდა მოეტანა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილში მეტი აქტიურობა და პარტიის რეიტინგის ზრდის კუთხით უნდა ყოფილიყო დადებითი შედეგები. თუმცა ეს ასე არ მოხდა და მე მაქ პასუხისმგებლობა, მქონდეს ჩემი პოზიცია შექმნილ ვითარებაზე.

სამწუხაროდ, პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის,ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს კონსოლიდაციას და თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას და მე ვფიქრობ, მას უნდა ესმოდეს რამხელა პასუხისმგებლობა აქვს…

ამ შემთხვევაში გამოსავალია, აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა და ამის შემდეგ მოწვეულ იქნას მასშტაბური ყრილობა, სადაც ღიაობის, ჩართულობის, პარიტეტული საწყისების და რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკომპლექტდება ახალი, ბრძოლისუნარიანი ადამიანებით და ეს პოლიტსაბჭოს აირჩევს როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს და მთელი 2024 წლის განმავლობაში, სწორედ პოლიტსაბჭო წარმართავს პარტიის საქმიანობას” თქვა მუმლაძემ.

banner
წინა სტატიაშიენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა
შემდეგი სტატიაბულგარეთი ადასტურებს, რომ სერგეი ლავროვის თვითმფრინავს გადაფრენის ნებართვა მისცა