ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა

ენტონი ბლინკენმა ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა განიხილა.

ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სომხეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა დაადასტურა და ხაზი გაუსვა სომხეთთან ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების მცდელობებს.

ალიევთან საუბრისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ კონფლიქტმა აზერბაიჯანელებსა და სომხებს მხოლოდ ტანჯვა მოუტანა და დააფიქსირა ის, რომ მშვიდობა რეგიონში ყველასთვის სასარგებლო იქნება.

banner
წინა სტატიაშიფოთის სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმის შემდეგ გაწმენდითი და პრევენციული სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დატოვოს თანამდებობა – მუმლაძე