ლევან კაჭარავას “ტილიკა” მკვლელობის რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება?

ბიზნესმენის მკვლელობიდან რამდენიმე დღე გავიდა,მაგრამ საქმე არც გახსნილია და არც დამნაშავეების დაკავების პერსპექტივა ჩანს.

მკვლელობის დღესვე,პირველ ვერსიად შურისძიება დასახელდა-ნიკო კვარაცხელიას საქმეზე დაკავებულები “ტილიკას” სახლში ნამდვილად იმალებოდნენ და იქ მიაკითხა მათ ბუსა ჟვანიამაც,მაგრამ ბიზნესმენის მკვლელობა გია კვარაცხელიას შეკვეთილი არაა,მეორე ვერსიად ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან და ძმებ მიქაძეებთან მიწის შესახებ დავა დასახელდა,მაგრამ ლევან კაჭარავას საქართველოში არც სადავო მიწა აქვს და არც ბიზნესაქტივები.

ამ დროისათვის გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს-ერთი ვერსია “კანონიერ ქურდ” მერაბ ჯანგველაძესთან დაპირისპირებაა,რომელსაც კაჭარავასგან სოლიდური თანხა ერგება და მეორე ვერსია,ყაზახური კვალია.

ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით,საქმე ყაზახეთის პრეზიდენტის ოჯახის კუთვნილ 25 მილიონ დოლარს ეხება,რომელსაც ყაზახი გენერალი აკონტროლებდა.
რაც შეეხება მკვლელობის უშუალო შემსრულებელს,ქილერს ყოფილ სპეცრაზმელებსა და სნაიპერებს შორის ეძებენ.

საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ რომ ლევან კაჭარავას მკვლელობა არ გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშიჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით 3 პირის დაპატიმრების ორდერი გასცა
შემდეგი სტატიასაფრანგეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩეხეთს გადააბარა