საფრანგეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩეხეთს გადააბარა

საფრანგეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა ჩეხეთის რესპუბლიკას გადააბარა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონია მადრიდში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გაიმართა, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას შეხვდა. ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა ევროპულ ინსტიტუტებს მუშაობისთვის და წარმატება უსურვა ჩეხეთის ხელისუფლებას.

„ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, – აღნიშნა მაკრონმა.

ამასთან, პეტრ ფიალას თქმით, ჩეხეთი გააგრძელებს საფრანგეთთან მუშაობას.

„მადლობა, ემანუელ, თქვენი თავმჯდომარეობისთვის. ეს იყო ძალიან რთული დრო ევროპისთვის. შედეგები შესანიშნავია. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან მუშაობას“, – განაცხადა პეტრ ფიალამ.

წინა სტატიაშილევან კაჭარავას “ტილიკა” მკვლელობის რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება?
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, მშვიდობის მისაღწევად როდის დადონ შეთანხმება რუსეთთან და ექნებათ თუ არა ამის სურვილი