ლევან იზორია : სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 15, 2018 12:46

ლევან იზორია : სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქუთაისში განაცხადა, სადაც სამხედრო ჰოსპიტალის ახალი სამედიცინო ცენტრი გაიხსნა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, ჰოსპიტალის სამედიცინო ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სრულ ამბულატორიულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

ამასთან, მისივე თქმით, ცენტრი დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იმ სამხედრო მოსამსახურეებს გაუწევს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებული.

„ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება. სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში ერთგვარი გამოკითხვა ჩავატარეთ სამხედრო მოსამსახურეებთან, რის შედეგადაც დავადგინეთ პრიორიტეტული საჭიროებები. განსაკუთრებული მოთხოვნა მსგავსი ტიპის სამედიცინო ცენტრის არსებობის იყო სწორედ დასავლეთ საქართველოშიც, როგორც ეს გვაქვს აღმოსავლეთ საქართველოში. ორი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, დასავლეთ საქართველოშიც გვქონოდა თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი. ძალიან კვალიფიციური კადრებით იქნება დაკომპლექტებული და უზრუნველყოფს ხარისხიან მომსახურებას. რაც მთავარია, ცენტრი დროულ და კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას იმ სამხედრო მოსამსახურეებს გაუწევს, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არიან დისლოცირებული. მათი ოჯახებიც სამედიცინო სერვისებით ისარგებლებენ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესებას“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 15, 2018 12:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics