ელენე ხოშტარია : ამ 6 წლის განმავლობაში ამაზე დიდი საშინელება ამ მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია

„მთელი ამ 6 წლის განმავლობაში ამაზე დიდი საშინელება ამ მთავრობას ჯერ არ გაუკეთებია“- ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ ჰააგის სასამართლომ ქართველი სამხედროების დაკავების ორდერი გამოსცეს.

„ჩვენი იუსტიციის მინისტრი, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც უნდა იცავდეს ჩვენს სამხედროებს, ვინც დაიცვა ჩვენი ქვეყანა მაშინ რუსეთის საშინელი აგრესიის წინააღმდეგ, ის მათზე საუბრობს როგორც ვიღაცა უცხო ადამიანებზე. კი არ იცავს, არამედ საუბრობს, რომ იქ ვიღაცას დაკითხავს, თეა წულუკიანი პირადად და ეს ხელისუფლება წლების გამავლობაში ჩვენი ხელისუფლების ჯინაზე მთლიანად ისე წარმართა პროცესები, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს სამხედროები, რომლებსაც მადლობა უნდათ ვუთხრა ყოველ დღე,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაში(ფოტო) ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე ივანიშვილის შემდეგ, კობახიძე გამოჩნდა
შემდეგი სტატიალევან იზორია : სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია