ლევან იზორია ხაბეიშვილს: “ჯობია, სანამ რაღაც განცხადებებს გააკეთებს, მოგვმართოს”

სარესტორნო ხარჯები და ბიუჯეტიდან გახარჯული კოლოსალური თანხები – თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს.

ლევან იზორია საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს პასუხობს და ამბობს, რომ კონკურსი ჩატარდა კანონის სრული დაცვით და გამოვლინდა კომპანია, რომლიც სხვადსხვა მომსახურებას ეწევიან მაღალი რანგის სტუმრების დროს.

„მატყუარა როა, ფაქტია. ჯობია, სანამ რაღაც განცხადებებს გააკეთებს, მოგვმართოს. შეგვიძლია ინფორმაცია მივაწოდოთ ობიექტური. ობიექტური ინფორმაცია კი მდგომარეობს იმაში, რომ გამოცხადდა კონკურსი, არავითარ გადაუდებელ შესყიდვას ადგილი არ ჰქონია. ერთი თვის განმავლობაში, საჯარო იყო ეს კონკურსი და გამოვლინდა ობიექტური შეფასების შედეგად. კერძოდ კი, იმ პრინციპის თანახმად, რასაც ჰქვია ყველაზე ნაკლები ფასი. გამოვლინდა კომპანიები, რომლებიც ეწევიან არა ე.წ. როგორც ამბობენ, მხოლოდ სარესტორნო მომსახურებას, არამედ ეს მომსახურება დაკავშირებულია მაღალი რანგის დელეგაციების მიღებასთან,“ – განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის სამინისტრომ სარესტორნო ხარჯისთვის 300 ათასი ლარი გამოყო. ოპოზიცია იზორიას უწყების მიერ აგვისტოში გაფორმებულ 3 ხელშეკრულებას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დასახელებული თანხა სამინისტრომ 3 მომსახურების შეძენისთვის, ტენდერის გარეშე უნდა გადაიხადოს.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიავაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები – პაატა სალია ვალის რესტრუქტურიზაციაზე ფინანსთა მინისტრის შეთავაზებას იღებს