ლევან იზორია: დაკარგული ჯარისკაცების ოჯახი სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებს

თავდაცვის მინისტრ, ლევან იზორიას თქმით, სამხედრო სწავლების დროს დაკარგული ორი ჯარისკაცის ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს.

“რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში, იზორიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო და ზოგადად, ხელისუფლება დაღუპულების ოჯახებს მაქსიმალურად უდგანან გვერდით.

“მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ ოჯახებს. არ მინდა დეტალებზე საუბარი, თუმცა ის დახმარება, რაც ეკუთვნით, ოჯახმა მიიღო და კანონით გათვალისწინებულ დახმარებასაც მიიღებს მომავალში”, – განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, შავ ზღვაში ორი სამხედრო 16 აგვისტოს, გეგმიური სწავლების დროს დაიკარგა. დაკარგულად ითვლებიან კაპრალი იაგო შარაძე და პირველი კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი: ამ ქვეყანაში დოქსოპულოების დრო უნდა დამთავრდეს
შემდეგი სტატია“ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც გააერთიანებს ომის გამო გახლეჩილ მოსახლეობას”