მამუკა ახვლედიანი: ამ ქვეყანაში დოქსოპულოების დრო უნდა დამთავრდეს

ამ ქვეყანაში დოქსოპულოების დრო უნდა დამთავრდეს, – განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, დღეს სასამართლოში მისი საქმის განხილვის დაწყებამდე გაკეთა. საქალაქო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომაა ჩანიშნული ახვლედიანის იმ სარჩელზე, რომლითაც მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს. მამუკა ახვლედიანი პროცესზე დასწრებას არ აპირებს, რადგან სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და მიიჩნევს, რომ ეს არის ფორმალობა, რომელიც საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნამდე აუცილებლად უნდა გაიაროს.

საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ორგანიზაცია “მართლმსაჯულების განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა მოსამართლეთა ნაწილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მათ შორის მოსამართლე ცერცვაძე და ჩინჩალაძე. მისი აზრით, სასამართლო სისტემაში არის პრობლემები, რომელთა გამოსწორებაზეც პოლიტიკური ნება არ არსებობს. ასევე ახვლედიანი აცხადებს, რომ მოსამართლეები ირჩევა მორჩილების პრინციპით. ის ასევე გამოთქვამს ეჭვს სასმართლოში კორუფციასთან დაკავშირებით და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით, რაშიც მისი თქმით, კონკრეტული ბიზნესმენებიც არიან ჩართულები. ახვლედიანი აცხადებს, რომ არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს თანხის სანაცვლოდ.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძის პარტია წყალტუბოში 30-მდე წევრმა დატოვა
შემდეგი სტატიალევან იზორია: დაკარგული ჯარისკაცების ოჯახი სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებს