ლევან იოსელიანი: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სწორი გადაწყვეტილება

„სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც მიიღეს და მგონია, რომ ოპოზიციამ უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები და საბოლოოდ დაასრულოს, ისე როგორც დავასრულეთ ჩვენ. უნდა მოილაპარაკონ და შემოვიდნენ პარლამენტში, დღეს ეს ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალია. იმედია ამას აცნობირებიენ და ყველა შემოვა პარლამენტში“, -ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე „მოქალაქეები“ ოპოზიციას იმიტომ გაემიჯნენ, რომ პროცესი ჩიხში იყო შესული. „ჩვენ თავის დროზე რა პროცესიც დავინახეთ შიგნით, ოპოზიციაში, ამის შესახებ დავიწყეთ საუბარი. ჩვენ გავემიჯნეთ ამ პროცესებს და ცალკე ნაბიჯებით დავიწყეთ სიარული. მივიყვანეთ მოლაპარაკებები ბოლომდე, იმ პირობებით, რაც მთლიანი ოპოზიციისთვის იყო მისაღები. გავაფორმეთ შეთანხმება და ჩვენი მიზანია მისი იმპლემენტაცია შევძლოთ პარლამენტში“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიაქტივისტებმა “მანდატები” 1 ლარად იყიდეს და სხდომაზე შესვლა სცადეს
შემდეგი სტატიაენტონი ფაუჩი:თუკი კორონავირუსით ინფიცირებული იყავით, ახალი ვარიანტით რეინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი არსებობს