აქტივისტებმა “მანდატები” 1 ლარად იყიდეს და სხდომაზე შესვლა სცადეს

პლენარული სხდომა დღეს აქციის ფონზე წარიმართება. საკანონდებლო ორგანოსთან “ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ პარლამენტის შენობასთან მუყაოს ჯიხური მიიტანეს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჯიხური პარლამენტს ანსახიერებს, სადაც მანდატებით ვაჭრობა მიმდინარეობს.

“ბიძინა ივანიშვილმა ქართულ ოცნებასთან ერთად მოიპარა არჩევნები, რითაც დაუკარგა და გააუფასურა არჩევნების მნიშვნელობა, მოქალაქეებს მიაყენა შეურაწყოფა და მანდატები საკუთარი ნება სურვილით გადაანაწილა და გაუნაწილა იმ ადამიანებს ვისც თვითონ სურდა, რომ ჰყოლოდა პარლამენტში. დღევანდელ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა არის დიდი სირცხვილი და ქვეყნის ღალატი”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტში შემოსვლა სურს
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სწორი გადაწყვეტილება