ენტონი ფაუჩი:თუკი კორონავირუსით ინფიცირებული იყავით, ახალი ვარიანტით რეინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი არსებობს

თუკი კორონავირუსით ინფიცირებული იყავით, ახალი ვარიანტით რეინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი არსებობს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დომინანტური გახდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

„სამხრეთ აფრიკაში ჩვენი კოლეგების გამოცდილება მიუთითებს, რომ თუ ის დომინანტური გახდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ვირუსის ორიგინალური სახეობით დაინფიცირებული იყავით, რეინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებელი არსებობს. ეს მინიმუმ სამხრეთ აფრიკულ ვარიანტს ეხება, რომლის შესახებაც ჩვენ ყველაზე მეტი ვიცით, როდესაც საქმე რეინფიცირებას ეხება,“- განაცხადა ფაუჩიმ.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის აუცილებლობას მძიმე და პოტენციურად ფატალური დაავადების თავიდან ასაცილებლად.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვახორციელოთ ადამიანების ვაქცინაცია. გთხოვთ, აიცრათ, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვარიანტებისგან დაცვა შემცირებულია, ის საკმარისად გიცავთ იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ დაავადების მძიმე ფორმა, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა. ასე რომ, ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა ფაუჩიმ.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი: „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სწორი გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაBloomberg – მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 101.3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა