ლევან დავითაშვილი – ჩვენი მთავარი მიზანია, პანკისის მოსახლეობის კითხვებს ამომწურავი პასუხები გავცეთ

„ჩვენი მთავარი მიზანია, პანკისის მოსახლეობის კითხვებს ამომწურავი პასუხები გავცეთ“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ხეობაში ჰესებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული.

„ჩვენი აქ ჩამოსვლის მთავარი მიზანი არის ხეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბარი. იცით, რომ ხეობის განვითარების გეგმა არსებობს და აქ დიდი ნაწილი უკავშირდება სწორედ მის განვითარებას, სხვადასხვა კომერციულ პროექტებს და რა თქმა უნდა, ეს მოიცავს ენერგეტიკასაც. მარტო ენერგეტიკასა და ჰესებზე სასაუბროდ არ ვართ ჩამოსული. რაც შეეხება ენერგეტიკულ ობიექტებს, არსებობს სხვადასხვა უწყებების კომპეტენტური დასკვნები. სამწუხაროა, რომ მოსახლეობას აქამდე არ ჰქონდა დეტალურ ინფორმაციაზე წვდომის საშუალება, რადგან გარკვეული ძალების ზემოქმედებით ხდებოდა მოსახლეობის არასწორი ინფორმირება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია უმრავლესობას – გასაგებია, რომ თქვენ ცეკვავთ ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე, მაგრამ კალენდარზე 2019 წელია
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია აცხადებს, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა, ჯერ მისთვის მოესმინათ და შემდეგ განეხილათ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი