ლევან ბერძენიშვილის პასუხი გოგი თოფაძეს

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

გოგი თოფაძის ბრალდებებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა facebook გვერდზე, მეთხუთმეტე საუკუნის ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის ლექსით უპასუხა:

“ტაეპი სიკვდილმისჯილი ვიიონისაგან თქმული

ფრანსუა ვარ, საქმე ხრაკი,
ვიბრიდები ხმარაკრაკი,
კიდეც ვნახავ ჩემი კისრით,
რას იწონის ჩემი ტრაკი.

(დავით წერედიანის თარგმანი)

ვითარება აშკარად ითხოვს „ფრანსუას“ შეცვლას ა-ზე დამთავრებული სხვა სამმარცვლიანი სახელით… ვარიანტები: „თენგიზა“, „ნუგზარა“, „გოგია“ და ა.შ”, – წერს ბერძენიშვილი.

გოგი თოფაძემ ტელეკომპანია იბერიის ეთერში განაცხადა, რომ  რომ ძმებ ბერძენიშვილებს ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და კოალიცია „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე საუბრის უფლება არ აქვთ-ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში ისაუბრა და თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ გაიმეორა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, თავდაცვის მინისტრმა საგარეჯოს არჩევნებში კანონი უხეშად დაარღვია და „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნა.
“ლევან ბერძენიშვილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი რომ არ ჰქონდეს, ასე აქტიურად არ ჩაერეოდა. 80-იანი წლების მის ძალიან სამარცხვინო ქმედებას მოგიყვანთ, როდესაც მისი თანაგუნდელები, რომლებიც პოლიტიკური საბაბით ერთად იყვნენ პატიმრები, როგორ ჩაუშვა, როგორც გაათავისუფლეს თვითონ “კა-გე-ბეს” თანამშრომლებმა და დანიშნეს სამსახურში და როგორ ჩააგდო ვახტანგ ძაბირაძე, ვახტანგ შონია და ზამბახიძე. ამის მერე მის ბიოგრაფიას აღარ მოვყვები”, – განაცხადა “იბერიას” ეთერში  გოგი თოფაძემ.

https://youtu.be/Jyh8_Q5K2Rk

banner
წინა სტატიაშიროცა საღამოს ვხედავ ოჯახში ჩართულ ტელევიზორს , ვიცი, რომ იქ არ ახსოვთ ქრისტე…
შემდეგი სტატიასაქართველოს ტერირორიაზე საპოლიციო შემოწმება მიმდინარეობს