ლევან ბერძენიშვილი: საარჩევნო წელს ყველანაირი განხილვა სატელევიზიო საქმეებისა არის საეჭვო

სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი აფასებს. ბერძენიშვილი ამბობს, რომ საარჩევნო წელს, ყველანაირი განხილვა სატელევიზიო საქმეებისა, არის საეჭვო.

“შეიძლება გავიმეორო ერთ-ერთი დიპლომატის სიტყვები, რომ საარჩევნო წელს ყველანაირი განხილვა სატელევიზიო საქმეებისა, არის საეჭვო. მე პირადად ვგულშემატკივრობ იმ ამბავს, რომ რუსთავი 2, ყოველ შემთხვევაში, ამ არჩევნებს შეხვდეს იმ მენეჯმენტით და იმ პოლიტიკით, რომელიც აქვს, რომელიც მე არ მომწონს, მაგრამ ასე ჯობს ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რუსთავი 2-ის წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია “პანორამას” გადასცა.

banner
წინა სტატიაშიცესკოში ამომრჩეველთა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათამარ კინწურაშვილი: დღეს მოსამართლეებმა შეასრულეს ნოტარიუსის ფუნქცია, მათ დააკანონეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა