,,რესპუბლიკური პარტია” კოალიციიდან არ გადის და არ ვიცი კიდევ რა ენაზე ვისაუბრო ამ საკითხზე”

,,რესპუბლიკური პარტია” არ განიხილავს კოალიციიდან გასვლის საკითხს, – განაცხადება ამის შესახებ ჟურნალისტებთან დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა.

მისი თქმით, ,,რესპუბლიკურმა პარტია” 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე საუბრობს და ამასთან დაკავშირებით განცხადება აუცილებლად გაკეთდება.

,,რესპუბლიკური პარტია” არ განიხილავს კოალიციიდან გასვლის საკითხს. რჩება, არ გადის და არ ვიცი კიდევ რა ენაზე ვისაუბრო ამ საკითხზე. კოალიცია მივა არჩევნებამდე, როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენ ,,რეპუბლიკურმა პარტიამ” ვისმჯელეთ მხოლოდ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იყო თუ არა ახალი გადაწყვეტილება ,,მრეწველებსა” და რეპსუბლიკელებს” შორის არსებული უთანხმოებით გამოწვეული, ბერძენიშვილის თქმით, ,,რესპუბლიკური პარტია” გაცილებით უფრო სერიოზული პარტიაა.

,,არამგონია რესპუბლიკური პარტიის რომელიმე ნაბიჯი ოდესმე დაკავშირებული იყოს ისეთ პარტიასთან, როგორიცაა ,,მრეწველები”. ჩვენ გაცილებით უფრო სერიოზულ პარტიად მიგვაჩნია ჩვენი თავი,” – აღნიშნა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი: “სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი ხაზგასმით ,,ნაციონალური მოძრაობის” მეგობარი და მხარდამჭერია
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ხაზის გასწრივ ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება