”ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 30წლამდე მამაკაცი გიორგი ცინცაძე გარდაიცვალა

ბათუმში სასტუმრო ”ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად 30წლამდე მამაკაცი გიორგი ცინცაძე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ის ბათუმში ცხოვრობდა. გიორგი სასტუმროში სავარჯიშოდ იმყოფებოდა, როდესაც ხანძარი გაჩნდა. მან სასტუმროდან გამოსვლა ვერ შესძლო. გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო ”ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძარს 11ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ერთი ირანის რესპუბლიკის. ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინტოქსიკაციით და სხვადასხვა დაზიანებით სულ 21 ადამიანი გადაიყვანა. სასტუმრო თურქ ბიზნესმენს ეროლ ავგორენს ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება დემოკრატიული-საქართველოს“ რიგით მეოთხე ყრილობა
შემდეგი სტატიასიმღერა სოხუმზე. ENEMEO.SOKHUMI. GEORGIA.