“ლელომ” გმირთა მემორიალთან პრეზიდენტის განცხადება გააპროტესტა

გმირთა მემორიალთან საზოგადოებრივმა მოძრაობა “ლელომ” პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთბული განცხადება გააპროტესტა.

“ლელოს” წევრებმა ყვავილებით შეამკეს გმირთა მემორიალი და აღნიშნეს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ანტისახელმწიფოებრივი და შეურაცხმყოფელია დაღუპული, მოქმედი და მომავალი ჯარისკაცების მიმართ.

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი”

banner
წინა სტატიაშიავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი სამხედროები დაშავდნენ – თავდაცვის სამინისტრო
შემდეგი სტატია112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება