ლელა ქაჯაია: ხვალიდან მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული 31 ბიოლოგიური მასალა იქნება გამოკვლეული PCR ტექნოლოგიით

ხვალიდან მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული 31 ბიოლოგიური მასალა იქნება გამოკვლეული PCR ტექნოლოგიით. მომავალი კვირიდან კი ლაბორატორია მთელი დატვირთვით იმუშავებს-აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.

საქართველოში კორონავირუსი 566 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში 31 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიააშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Gilead-ს კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა