სამეგრელოში 31 ადამიანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 31 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს ახალ COVID 19-ზე, მათ შორის იყვნენ სენაკის ცხელების კლინიკის მედპერსონალი. ყველა გამოკვლეულ პაციენტზე უარყოფითი პასუხია მიღებული.

“საბედნიეროდ ისევ კარგი ამბები გვაქვს და 31 გამოკვლეულ პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. COVID 19-ზე PCR კვლევები კვლავ გრძელდება და მომავალი კვირიდან ჩვენი ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს”-აცხადებს  ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია.

banner
წინა სტატიაშიპირდაპირ ითქვა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა
შემდეგი სტატიალელა ქაჯაია: ხვალიდან მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული 31 ბიოლოგიური მასალა იქნება გამოკვლეული PCR ტექნოლოგიით