აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ Gilead-ს კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ნებართვა გასცა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კომპანია Gilead-ს კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენებისთვის ნებართვა გასცა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

თეთრ სახლში შეხვედრას ასევე ესწრებოდა კომპანია Gilead-ის აღმასრულებელი დირექტორი, დენიელ ოდი.

„გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც „რემდესივირი“ ამ დონემდე მიიყვანა“, – განაცხადა მან.

29 აპრილს კომპანია Gilead Sciences-ში განაცხადეს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის გამოკვლევის წინასწარმა შედეგებმა აჩვენეს, რომ პაციენტების სულ მცირე 50%-ის მდგომარეობა, რომლებსაც „რემდესივირით“ მკურნალობდნენ, გაუმჯობესდა, ხოლო ნახევარზე მეტი კი საავადმყოფოდან გაწერეს ორი კვირის განმავლობაში.

„ეს მონაცემები დამაიმედებელია, რადგან ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ პაციენტებმა, რომლებმაც ხანმოკლე, 5-დღიანი კურსი გაიარეს, მსგავს კლინიკურ გაუმჯობესებას განიცდიან, როგორც პაციენტები, რომლებმაც 10-დღიანი კურსი გაიარეს“, – განაცხადა არუნა სუბრამიანმა, კვლევის წამყვანმა სპეციალისტმა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ ოპტიმიზმი გამოთქვა კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატის, „რემდესივირის“ გამოკვლევის წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით.

„რემდესივირს“ მკვეთრი, მნიშვნელოვანი და დადებითი ეფექტი აქვს გამოჯანმრთელების დროის შემცირების კუთხით. ეს კონცეფციის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა, რადგან რასაც ის ამტკიცებს ის არის, რომ აღნიშნულ პრეპარატს შეუძლია ამ ვირუსის დაბლოკვა“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

banner
წინა სტატიაშილელა ქაჯაია: ხვალიდან მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული 31 ბიოლოგიური მასალა იქნება გამოკვლეული PCR ტექნოლოგიით
შემდეგი სტატიასაქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ 16 შემთხვევა გამოვლინდა