ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სულხან მოლაშვილის წამების საქმის დეტალურ გამოძიებას და ყველა მონაწილის დასჯას ითხოვს

Shalvaლეიბორისტული პარტიის ლიდერი სულხან მოლაშვილის წამების საქმის დეტალურ გამოძიებას და ყველა მონაწილის დასჯას ითხოვს.

განცხადება შალვა ნათელაშვილმა ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გააკეთა, სადაც კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის პანაშვიდზე იმყოფებოდა.
ნათელაშვილმა ამ მოთხოვნით შექმნილ პეტიციასაც უკვე მოაწერა ხელი.

მოლაშვილის წამების, პატიმრობის, გასამართლების მოწმე და მონაწილე გახლდათ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მაშინ როდესაც სულხანს სხეულზე აწვავდნენ სიგარეტებს, მაშინ აფინანსებდა დამსჯელ ორგანოებს მილიონებით, აპარატურით და საუკეთესო საშუალებებით, სწორედ მაშინ აძლევდა მათ პრემიებსა და ხელფასებს “ქართუ ბანკიდან” . ამიტომ პასუხიმგებლობა უნდა იყოს კომპლექსური და არა შერჩევითი.

banner
წინა სტატიაშიავსტრიაში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 2 ოქტომბერს დაინიშნა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პარლამენტი რუსული საფრთხის გამო თავდაცვას გააძლიერებს