ლავროვმა რუსეთის შიდა პოლიტიკის ახალი კონცეფცია დააანონსა

სერგეი ლავროვის მორიგი მუქარა

lavrovრუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, შსს ქვეყნის შიდა პოლიტიკის ახალ კონცეფციას შეიმუშავებს – ამის შესახებ დღეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღავნელმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ლავროვის თქმით, პროექტს საფუძვლად საერთაშორისო ურთიერთობაში “პოლიცენტრისტულ არქიტექტურაზე გადასვლა” უდევს, რომელიც იდეაში წამყვანი ძალების ცენტრებზე იქნება დაფუძნებული ერთობლივი გლობალური პრობლემების გადაჭრისას.

მისი თქმით, “ყველა შეკითხვაზე ერთი ხელის აქნევით პასუხების მაგიური ფორმულის შემუშავება შეუძლებელია”, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს, მიუხედავად, ამისა, ლავროვის თქმით, “საერთაშორისო სიტუაცია მოზაიკური და ურთიერთსაწინააღმდეგოა”, რომელსაც დასალაგებლად დრო და ახალი გააზრება სჭირდება.

banner
წინა სტატიაშისალვადორში კომპანია Mossack Fonseca-ს ოფისი გაჩხრიკეს
შემდეგი სტატია“გაზპრომმა” ბელორუსისთვის გაზის შეღავათიან ფასად მიწოდებაზე უარი განაცხადა