ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია – ქართველი ძალოსნების ტრიუმფი რიოში

ლაშა ტალახაძე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძე კი ბრინჯაოს პრიზიორი.

+ 105 კგ-შ მოასპარეზე ქართველმა ძალოსნებმა 16 აგვისტოს ისტორიული და აქამდე არნახული შედეგი დააფიქსირეს.
ლაშა ტალახაძემ ჯამში 473 კილოგრამი დაიმორჩილა, თურმანიძემკი 448 კგ. აღსანიშნავია, რომ ტალახაძის მაჩვენებელი ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია ორჭიდის ჯამში.

13975387_1108422185891221_2878250645174131760_o
22 წლის ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ორივე მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა და ატაცში 215 კგ.აკვრაშიკი 258 კგ. დააფიქსირა, თურმანიძემ კი ბრინჯაოს მედალი ატაცში 207, ხოლო აკვრაში 241 კილოგრამის დაძლევით მოიპოვა, თურმანიძემ ასევე ყველა ცდა წარმატებით შეასრულა ორივე მოძრაობაში.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ ეტაპისათვის უკვე 5 მედალი – 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინაჯო აქვს მოპოვებული.

banner
წინა სტატიაში59 წლის გორელმა მამაკაცმა შსს იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” დღეიდან საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად იწყებს