ლაშა ნაცვლიშვილი: “ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი… ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 18, 2018 23:40

ლაშა ნაცვლიშვილი: “ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი… ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა”

საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ის ეთერში გასულ კადრებთან დაკვშირებით განცხადებას ავრცელებს.

“1. ფაქტია, რომ საჭესთან ზომაზე მეტად ნასვამი ვიჯექი, კანონი დავარღვიე და ამის გამო გულწრფელად ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას, ვინც კადრები იხილა. პირველ რიგში, ჩემს ოჯახს – ნამდვილად არ იყო სასიამოვნო საყურებელი.

2. წინააღმდეგობა პოლიციისთვის არ გამიწევია, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი რამ არასდროს მიკადრია, არააა ეს ჩემთვის ჩვეული! უფრო მეტიც, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა შინ მიმაცილა და ყველაფერი მშვიდობით დასრულდა.

3. გვარამიას და მის უფროსს, სააკაშვილს მინდა მივმართო: ყველასთვის ცნობილია, რომ ორივე დიპლომირებული, მოქმედი და კარიერული ნარკომანი ხართ. ძალიან კი ცდილობთ თქვენს რიგში დამაყენოთ, მაგრამ არ გამოგდით. ქართული სუფრისადმი ჩემი სიყვარულის მოდელირება ძნელიც არის და შეუძლებელიც”- აცხადებს ნაცვლიშვილი.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი 2″–მა ექსკლუზიური კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ლაშა ნაცვლიშვილი როგორ არ ემორჩილება საპატრულო პოლიციას.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 18, 2018 23:40