ლაშა დამენია: “ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებზე ვერანაირი შიშის დანერგვის მცდელობა ან სხვა მსგავსი მანიპულაცია ვერ იხსნის დამარცხებისგან

„მმართველი გუნდი დამარცხების შიშით ახალი პოლიტპატიმრების გაჩენაზეც არ იხევს უკან.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია „ქართული ოცნების“ მხრიდან ყოფილ ძალოვნებზე განხორციელებულ პოლიტიკურ დევნას

„ქართული ოცნება“ ყოველგვარ ზღვარს გადასცდა. ყოფილი ძალოვნების დაპატიმრება, ეს ნიშნავს ახალი პოლიტპატიმრების გაჩენას, იმიტომ რომ მმართველ გუნდს მეორე ტურებში ფაქტობრივად ყველგან დამარცხების შიში აქვს, მათი ეს ქმედება არის შიში ფაქტორის დათესვის მცდელობა, თუმცა მინდა დავარწმუნო ისინი, რომ მათ არანაირი მანიპულაცია ამ არჩევნებზე არ უშველის, ისინი პირწმინდად დამარცხდებიან და საქართველოს მოსახლეობა ამას 30 ოქტომბერს დაუმტკიცებს მათ.“ – განაცხადა დამენიამ

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი ძალოვნებისა და სამართალდამცავების მიმართ წინაასაარჩევნოდ პოლიტიკური დევნა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: მიხეილ სააკაშვილი აბსოლუტური ფეიკია
შემდეგი სტატიადარჩიაშვილი – 2021 წლის მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსაციის მაჩვენებელში საქართველოს პოზიცია 8 ადგილით გაუმჯობესდა, რითაც ქვეყანამ ღირსეული ადგილი დაიკავა მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებსა და ევროპის 20 მოწინავე ქვეყანას შორის