ლაშა დამენია: პლებისციტი არავის შეუთავაზებია ხელისუფლებისთვის

მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდებით თუ არა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ეს ალბათ საერთო ოპოზიციური მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყოს, – ამის შესახებ „ევროპულის საქართველოს“ წევრმა, ლაშა დამენიამ განაცხადა.

დამენიას თქმით, ვადამდელი არჩევნების ჩატარება ერთგვარი კომპრომისია.

„ეს იყო კატასტროფა, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. მოლპარაკების მაგიდასთან დავჯდებით თუ არა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, ეს ალბათ საერთო ოპოზიციური მოლაპარაკების ნაწილი უნდა იყოს. კომპრომისი სწორედ ის არის, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, როდესაც ქვეყანა იმყოფება ასეთ ღრმა და ეკონომიკურ კრიზისში. სწორედ ეს არის კომპრომისი. დღეს ქვეყანა იძირება ჭაობში და არაფერი კეთდება ამის გამოსასწორებლად. პლებისციტი არც არავის შეუთავაზებია ხელისუფლებისთვის, ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეების შეჩერება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისი თანმდევი მოთხოვნებით“, – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიანდრო ბარნოვი: ახლა უკვე მზეზე ბრწყინავს ივანიშვილების ნარწყევი თქვენს ვაზელინით ალაპლაპებულ თავპირზე
შემდეგი სტატიაყოფილი მიმტანი: 5 წლის წინ ბერა კრიტიკული პოსტის გამო დამემუქრა