ლაშა ჩხარტიშვილი: „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ბორდელს დაემსგავსა, ბიძინა მათი მამაშაა“

„ფინანსთა მინისტრი კოლეგებს ტრაკიანებად და უტრაკოებად ახარისხებს, ვიღაც მინის მონა დამნაშავე გახარიას რკინის სათესლე ჯირკვლებით არის აღფრთოვანებული“

უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ხელისუფლებას უკვე ძალიან აღიზიანებს. ერთ თვეში საოცნებო „ოცნებამ“ ის უკვე მეორედ დააკავა. დეკემბერში ის ლობიოს მარცვლების ჰაერში აყრის გამო დააპატიმრეს. 3 იანვარს კი იმიტომ აღუკვეთეს თავისუფლება, რომ გარემოვაჭრეებს დაუდგა გვერდით, რომლებიც თავის მხრივ უარს აცხადებენ იმ ადგილზე ივაჭრონ, სადაც ბავშვებს თვალებს თხრიან და სადაც შვილმოკლულ მამას კარავი დაურბიეს. ეს პატიმრობა ლაშასთვის მეცამეტე იყო. არ გამორიცხავს რომ მომავალშიც დააკავებენ. ამის მიუხედავად ის გაჩერებას არ აპირებს.

რას ურჩევს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რას ურჩევს ხალხს, რატომ გახდა ხელისუფლება უფრო აგრესიული, რატომ შექმნა კალაძემ პირადი სპეცრაზმი, რას დაემსგავსა „ქართული ოცნება“? – ამ თემებზე უფლებადამცველი, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “თაიმერს“ესაუბრება.

ლაშა თქვენ 3 იანვარს თქვენ კიდევ ერთხელ დაგაკავეს. ეს თქვენი მეცამეტე დაკავებაა თუ მეშლება?

– დიახ, ეს ჩემი მეცამეტე დაკავებაა. თერთმეტჯერ წინა ხელისუფლებამ დამიჭირა. ამათ ბოლო ერთ თვეში უკვე მეორედ დამაკავეს. სანამ უშუალოდ დაკავებაზე გადავიდოდე, მინდა იცოდეს ივანიშვილმა და მისმა „ოცნებამ“, რომ ამით ვერც მე და ვერც სხვებს ვერ შეგვაჩერებენ. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ და ვიბრძოლებთ მანამდე, სანამ ქვეყანაში ბოლშევიზმი არ დასრულდება. ბოლშევიზმის დასრულებამდე კი სულ რამდენიმე თვე დარჩა.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გამოცემის საშუალებით მივმართო ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიციელებს და ვურჩიო მათ რომ ნუ ჩაყვებიან „ოცნებას“ პოლიტიკურ სამარეში და ნუ ჩაიდენენ უკანონობას. ისინი ამაზე აუცილებლად აგებენ პასუხს.

ჩემი დაკავება იყო აბსოლუტურად უკანონო. ბოლო დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩემი მისამართით განსაკუთრებულად აგრესიულად იქცეოდნენ. ვხვდებოდი, რომ ადრე თუ გვიან დამაკავებდნენ. წინა დღეებში ჩემი მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. დაკავების დღეს ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადმოვიდნენ. აშკარა იყო, რომ ჩემი პროვოცირება ჰქონდათ დავალებული.

დაკავების დღეს, 3 იანვარს ჩვენ დაგეგმილი გვქონდა აქცია თბილისის მერიასთან. მანამდე მოძრაობა „შეცვალეს“ წევრების მიერ ორგანიზებულ აქციაზე მივედი. სადაც ტელევიზიებთან ჩართვა უნდა მქონოდა და იქედან მომეწოდებინა ხალხი მოსულიყო მერიასთან. იქ მოხდა ჩემი დაკავება. პოლიცია და კახა კალაძის პირადი სპეცრაზმის წევრები ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ. მე და მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს ტროტუარზე გადაადგილების უფლებასაც კი არ გვაძლევდნენ.

– თქვენ ახლა საინტერესო რამე ახსენეთ, კახა კალაძის პირადი სპეცრაზმიო და ვისზეა საუბარი?

– მერიის თანამშრომლებზე. კალაძემ ისინი პირად სპეცრაზმად გადააქცია. ისინი მზად არიან მისი ყველა უკანონო დავალება შეასრულონ. თბილისის მერი თავისი პირადი ზონდერების დახმარებით ცდილობდა აეძულებინა გარემოვაჭრეები გადასულიყვნენ რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იქ ევაჭრათ.

30-31 დეკემბრის ღამეს ხელისუფლებამ პარლამენტის წინ შვილმოკლული მამის კარვები დაარბია. იქ კალაძემ ატრაქციონები მოაწყო. პირველ დღეებში იქ მშობლებს ბავშვები არ მიუყვანიათ. ეს ატრაქციონები ძალიან ჰგავდა ჩერნობილის ცნობილ კადრებს -ატრაქციონები ცარიელ ქალაქში. არც საგანგებოდ მოწყობილ დახლებთან დამდგარა ვინმე. გარემოვაჭრეებს როცა უთხრეს, რომ იქ უნდა წასულიყვნენ, მათ განაცხადეს რომ ისინი იმ ადგილზე ვერ ივაჭრებდნენ, სადაც შვილმოკლული მამის კარავი დაარბიეს. ამაზე მათ მერიის ერთმა მაღალჩინოსანმა უთხრა, რა თქვენი საქმეა მაჩალიკაშვილის შვილიო. აი, ამ დონემდე დავიდნენ უკვე.

როდესაც ნახეს რომ გარემოვაჭრეები იქ თავისი ნებით არ მიდიოდნენ, მათი იძულება გადაწყვიტეს. კალაძის პირადი სპეცრაზმი და პოლიციის ფორმაში გადაცმული ზონდერები ცდილობდნენ რესპუბლიკის მოედნიდან გაეყარათ გარემოვაჭრეები. მიუხედავად იმისა რომ ამ ადამიანებს ძალიან უჭირთ, მათ მაინც უარი თქვეს იმ ადგილზე ევაჭრათ, სადაც ბავშვებს თვალები დასთხარეს და სადაც შვილმოკლულ მამას კარავი დაარბიეს.

ამ ხელისუფლებას დიდი დღე არ უწერია და ეს ზონდერი პოლიციელებიც და კალაძე თავსი პირადი სპეცრაზმით აუცილებლად აგებენ ამისთვის პასუხს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ამ ადამიანებს, ნუ ჩაყვებიან „ოცნებას“ პოლიტიკურ სამარეში. ეს ხელისუფლება არის უკვე დამთავრებული. დაჭერის არავის ეშინია. ჩემი სასამართლო 8 იანვრამდე გადაიდო და გამოვედი თუ არა იქედან, ეგრევე დავაანონსე რომ ხვალ, 4 იანვარს მერიასთან გავმართავთ აქციას. ჩვენ არ გვეშინია კალაძის პირადი სპეცრაზმის.

მინდა მივმართო საზოგადოებასაც, ყველა გამოვიდეს აქციაზე. ახლა არ არის იმის დრო იძახო ის მომწონს და ეს არაო. მეც ბევრი არ მომწონს, მაგრამ ვდგავარ აქციაზე. იმ ხალხის გვერდით მიწევს დგომა, ვინც თერთმეტჯერ დამიჭირა. არ არის ეს ჩემთვის ადვილი, მაგრამ იქ ვარ, იმიტომ რომ ასე სჭირდება ქვეყანას. ახლა მთავარია ბოლშევიზმი დავასრულოთ.

ქვეყანაში ნაკლებად მეგულება ადამიანები, ვისაც ისე უჭირდეს როგორც გარემოვაჭრეებს. ამ ადამიანებმა უარი თქვეს დამატებით შემოსავალზე, რადგანაც მათ აიძულებდნენ რომ იმ ადგილზე დამდგარიყვნენ, სადაც შვილმოკლულ მამას კარავი დაურბიეს. ეს ადამიანები იმსახურებენ გვერდით დგომას ჩვენ მათ აუცილებლად უნდა დავუდგეთ გვერდით. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდით, რომ ეს რეჟიმი რაც შეიძლება მალე და უდანაკარგოდ გავაცილოთ.

საქართველოში წელს დასრულდება ერთპარტიული მმართველობა და აუცილებლად მოხდება სამართლიანობის აღდგენა. ვპირდები ყველა მოძალადეს, ისინი პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის.

-რამდენჯერმე თქვით, რომ „ოცნება“ სრულდება და რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

-ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამის ნიშნები უკვე აშკარაა. ყველა დიქტატორი თავისი მმართველობის მიწურულს განსაკუთრებით აგრესიული ხდება, ეს სჭირს ივანიშვილსაც. თუმცა მასზე მაინც მოქმედებს ქონების დაკარგვის საფრთხე. ის ამ საფრთხეს კარგად გრძნობს და ცდილობს ბოლომდე არ აუშვას აფრები. თავიდან ამაზე მხოლოდ ლეიბორისტები ვსაუბრობდით ახლა ამაზე ყველა ამერიკული გავლენიანი გამოცემა წერს. ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობენ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები. ყველა გავლენიანმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა გაუსვა ამას ხაზი. ერთადერთი ტრამპს არ უთქვამს ჯერ არაფერი.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ შავი სიის შექმნაზე. ამ სიაში იქნებიან ის ადამიანები, ვინც უკანონო ქმედებებშია შემჩნეული. ამ ადამიანებს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა არ მიიღებს. ასეთი ადამიანები თავშესაფარს ძირითადად სამხრეთ ამერიკაში პოულობენ. იქამდე კი ბილეთი ძალიან ძვირი ღირს.

თქვენი ინიციატივა იყო  ამ შავი სიის შექმნა?

-კი და ამის გაჟღერების შემდეგ გაიზარდა „ოცნების“ აგრესიულობა ჩემს მიმართ.. შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი რომ ახალი წლის წინ გომელაურმა სპეცრაზმის წვრთნები ჩაატარა. მიზანი ოპოზიციის დაშინება იყო და მათ მართლა დაარბიეს შვილმოკლული მამის კარვები, მაგრამ ხალხი ვერ შეაშინეს. ხალხი ახალ წელს შვილმოკლულ მამასთან ერთად შეხვდა პარლამენტის წინ ახალ წელს.

-ისე ასეთი წვრთნები კობა ნარჩემაშვილმაც ჩაატარა 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე, მაშინაც მიზანი ხალხის და ოპოზიციის დაშინება იყო.

– ის რეჟიმი ხალხმა ძალიან მალე დაასრულა. დასრულდა სააკაშვილის რეჟიმიც. ამ რეჟიმსაც მალე დავასრულებთ. ამას თავადაც გრძნობენ და ამიტომაც ვეღარ უწევენ თავიანთ ქმედებებს კონტროლს.

თვალშისაცემია მინისტრების და თბილისის მერის უზრდელობანიც. ისინი არიან ივანიშვილის მონები და პოლიტიკური პროსტიტუციას მისდევენ. პოლიტიკური პროსტიტუციის გარდა სხვას ვერაფერს დავარქმევ იმას, რომ ისინი ყველა უკანონობას ​”უპრავებენ” ივანიშვილის, მათ პოლიტიკურ მამაშას.

ფინანსთა მინისტრი სხვა მინისტრებს ტრაკიანებად და უტრაკოებად ახარისხებს. ბოდიშს ვიხდი ამას რომ ვამბობ, მაგრამ მთავრობის წევრის სიტყვების ვიმეორებ. კახა კალაძე სიგრძე სიგანე გეყოფათ ნაცებსო, ახალგაზრდა ჟურნალისტს ეუბნება ასე.. ეტყობა თავის თავს გულისხმობდა პირველ რიგში იმიტომ რომ ნაცი იყო.

-თან კაი მამალი ნაცი იყო.

-რა თქმა უნდა. ის ორი რეჟიმის დამნაშავეა და ორმაგად აგებს პასუხს.. ასევე მახსოვს ერთ-ერთი  მონის განცხადება, რომელიც მოძალადე გახარიას რკინის სათესლე ჯირკვლებით იყო აღფრთვანებული.

-თემურ თათარაშვილს გულისხმობთ?

-მაგან თქვა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ ივანიშვილის „ქართული ოცნება“ დაემსგავსა პოლიტიკურ ბორდელს. მთავარი მამაშა ბიძინაა. პოლიტიკური საროსკიპო რაც შიძლება მალე უნდა დაიკეტოს და ამით ერთპარტიული მმართველობა დასრულდეს. ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ მოვუწოდებ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ. ყველამ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ საქართველოში ვერცერთი პარტია ვეღარ მოვიდეს უმრავლესობით.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი გამსახურდიას პირველი კომენტარი ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: С новым годом, дорогие товарищи, с новым годом, ანტრიკოტა – ანტიკვარებო!!!