ლარი მცირედით გამყარდა

ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გუშინ ბანკთაშორის გამართულ ვაჭრობაზე, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს იმართება, დოლარის კურსი 2.5599 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.5871 ლარს შეადგენდა.

ლარი მცირედით გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. ერთი ევროს შეძენა 2.7250 ლარად იქნება შესაძლებელი მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7491 ლარს შეადგენდა.

გაცვლითი კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ პუნქტებში.

banner
წინა სტატიაშიGRECO – რეკომენდაციების შესრულების კუთხით, საქართველომ ხელშესახებ პროგრესს ვერ მიაღწია
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს